„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1742
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-12-24
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-31
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.05.001.000.465
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №003, 1996) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არავის აქვს უფლება მოიზიდოს ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები და მოზიდული სახსრების გამოყენებით თავის ხარჯზე გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების გარეშე. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს აწარმოებენ ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1742-Iს

კრებსითი — სრული ვერსია