|
1.
დამტკიცდეს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის თანდართული ფორმა. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუში და აღწერილობა. |
3.
ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს მათი მოქმედების ვადით. |
4.
დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობების დამზადება და საამისოდ საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. |
5.
ეს ბრძანებულება, გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
6.
ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან. |
|