გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.166.016092
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                  

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2013 წლის 10 იანვარი

ქ.გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 

                                       გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 დეკემბრის №15  დადგენილებით დამტკიცებულ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

  1. სახაზინო განყოფილება.
  2. ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.
  3. შესყიდვების  განყოფილება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია