საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის ვადა განისაზღვროს 1999 წლის 1 თებერვლამდე.“, ხოლო ამავე მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 23 დეკემბერი.
№1740-რს