გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.166.016090
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                  

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2013 წლის 10 იანვარი

ქ.გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 და მე-4  პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 

                                        გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23  დადგენილებით დამტკიცებულ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ პუნქტს დაემატოს „ბ.გ.“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

   „ბ.გ.) შესყიდვების განყოფილება;“

2. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის  „გ“ პუნქტს დაემატოს „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

  „გ.ა.) კულტურისა და განათლების განყოფილება;

   გ.ბ.) სოციალური განვითარების განყოფილება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია