„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-15
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.143.016138
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                      

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 9 იანვარი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №48 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 16/01/2012; 280120000.35.143.016082) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით".

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია