,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2013-01-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-08
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016019
,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №19

2013 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 03.01.2012) დამტკიცებული ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესში და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.“.

 

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,12. სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე სხვა მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული მიმწოდებლის მიმართ გამარჯვებული მიმწოდებლისათვის ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვალდებულებების გავრცელების საკითხს განსაზღვრავს სატენდერო კომისია შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია