„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-17
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016164
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №17

2013 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას’’ დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას’’ დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებით  (სსმ III, 24.11.2005., №136, მუხ.1515)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ნ3“ და ,,ნ4’’ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ნ3) ,,ცენტრისათვის’’ მართვის უფლებით გადაცემული იურიდიული პირების მართვა და კონტროლი მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ნ4) ,,ცენტრის’’ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის (მათ  შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის) კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შემოწმება.“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე

კრებსითი — სრული ვერსია