|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11 – 13.08.2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „ყოველი თვის მეორე პარასკევს" შეიცვალოს სიტყვებით „ყოველი თვის მესამე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს)“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ . საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის მესამე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|