„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურის წიგნაკის ფორმა, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დანართი №1-ის „მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. წიგნაკში შეტანილი მეზღვაურის ბიომეტრიული მონაცემები:
ა) უნდა შეიცავდეს მისი მფლობელის პირველად და მეორად იდენტიფიკატორებს, პირველად იდენტიფიკატორად განისაზღვრება მფლობელის გვარი ინგლისურად, მეორად იდენტიფიკატორად განისაზღვრება მფლობელის სახელი ინგლისურად. მეზღვაურის ბიომეტრიული მონაცემები წიგნაკში შესაძლებელია დატანილ იქნეს სპეციალური კითხვადი კოდის გამოყენებით.“.
|