„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
479
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-29
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017155
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №479

2012 წლის 28 დეკემბერი

 ქ.თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „სამედიცინო საქმიანობის ლიცენ­ზი­ისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის  გაცემის წესისა და პი­რო­­ბე­ბის  შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთა­ვ­რ­ო­ბის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილებაში  (სსმ, 2010 წ.,  №168) შეტა­ნილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

 1.  №1 დანართის  (სამედიცინო  საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი­­სა და პირობების შესახებ დებულების ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამო­ყა­­ლი­ბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე. ამასთან, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა იყოს დაკალიბრებული და/ან უსა­ფრთხოებაზე ტესტირებული  (გააჩნდეს ინსპექტირების დამადასტურე­ბე­­ლი დოკუმენტი) კანონმდებლობის შესაბამისად. დაკალიბრებასა და/ან უსა­ფრ­­თ­ხოებაზე ტესტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი აპარატურის ნუ­სხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

2. №2 დანართის (სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების)  მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყ­ა­­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე. ამასთან, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა იყოს დაკალიბრებული და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებული (გააჩნდეს ინსპექტირების დამადასტუ­რე­ბელი დოკუმენტი) კანონმდებლობის შესაბამისად. დაკალიბრებასა და/ან უსა­ფრ­თხოებაზე ტესტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი აპარატურის ნუს­ხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2012 წლის  31  დეკემბრიდან. 

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია