საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
194-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016014
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს პარლამენტის

რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 217-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

 „6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. საქართველოს პარლამენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 დეკემბერი 2012 წ.

N194-რს

კრებსითი — სრული ვერსია