1.
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 25/11/2011წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016071). შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების (საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის და ა.შ.) განხორცილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
|