აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19 უ.ს.რ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2012-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2017-02-10
სარეგისტრაციო კოდი
010340000.31.056.016027
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 10.02.2017, №30-უ.ს.რ.ს.)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს რანგების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა თანდართული რეესტრი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატმა  უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული რანგების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №30 დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

27 დეკემბერი 2012 წ.

N19 უ.ს.რ.ს.




აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

აპარატის საჯარო თანამდებობები


მუხლი 1. მთავარი საჯარო თანამდებობა
1. მთავარი საჯარო თანამდებობა – უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

 2. სხვა მთავარი საჯარო თანამდებობა:

 ა) უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე;

 ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი;            

 გ) დეპარტამენტის უფროსი;

 დ) სამსახურის  უფროსი;

 ე) კომისიის აპარატის უფროსი;

 ვ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი;

 ზ) მთავარი ბუღალტერი;

 თ)  (ამოღებულია - 27.02.2013, №39 - უ.ს.რ.ს.).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 27 თებერვლის დადგენილება №39-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 07.03.2013წ.


მუხლი 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე;

ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;

გ) კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე;

დ) განყოფილების უფროსი;

ე) აპარატის უფროსის თანაშემწე.


მუხლი 3. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) წამყვანი სპეციალისტი;           

გ) ( ამოღებულია - 14.03.2013, №43-უ.ს.რ.ს. );

დ) უფროსი სპეციალისტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 27 თებერვლის დადგენილება №39-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 07.03.2013წ.

აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   უმაღლესი   საბჭოს   2013 წლის   14 მარტის დადგენილება   №43- უ . ს . რ . ს . - ვებგვერდი , 19.03.2013წ.

 


მუხლი 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მდივან-სპეციალისტი; 

ბ) სპეციალისტი.



კრებსითი — სრული ვერსია