„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის #15–51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
16-53
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
330060000.36.101.016141
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის #15–51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №16-53

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის №15–51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“  ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის №15–51 გადაწყვეტილებაში (სსმ, 18.12.2012, 330060000.36.101.016138) და გადაწყვეტილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ. 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21

1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 25%;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 25%.

2. სამუშაოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ გამგეობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა.".

 

2. გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია