|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა (დანართი 1) და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 2).
|
| მუხლი 2 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის დაფინანსება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა
|
თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა |
მუხლი 1.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს 2013 წლის განმავლობაში.
|
მუხლი 2.
პროგრამის აქტუალობა |
1.
საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება;
|
2.
სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას;
|
3.
სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
|
მუხლი 3.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია:
|
1.
აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;
|
2.
სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;
|
3.
სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;
|
4.
მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;
|
5.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;
|
6.
მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა.
|
7.
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულებისათვის, უსახლკაროებისათვის და ოჯახებისათვის, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;
|
8.
უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;
|
9.
სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა ინტერესების გათვალისწინება.
|
10.
ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 11.07.2013 წ. |
მუხლი 4.
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები |
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
|
1.
სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
|
2.
მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;
|
3.
სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;
|
4.
სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
|
5.
სოციალური სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;
|
6.
მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;
|
7.
ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.
|
თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და
სოციალური ღონისძიებები |
მუხლი 5.
სოციალური დახმარების პრიორიტეტები |
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:
|
1.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი;
|
2.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
|
3.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
|
4.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,
|
5.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი;
|
6.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
|
7.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი;
|
8.
ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;
|
9.
მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი;
|
10.
უპატრონო მიცვალებული.
|
11.
100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 მაისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.05.2013 წ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 11.07.2013 წ. |
მუხლი 6.
სოციალური ღონისძიებები |
სოციალური ღონისძიებებია:
|
1.
უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;
|
2.
სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება;
|
3.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა;
|
4.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა;
|
5.
შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
|
თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა,
საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა |
მუხლი 7.
სოციალური დახმარების დაფინანსება |
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 472500 ( ოთხასსამოცდათორმეტი ათას ხუთასი ) ლარი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 30.01.2013 წ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 26.07.2013 წ. |
მუხლი 8.
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა |
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება დადგენილების დანართი 2 -ის შესაბამისად.
|
მუხლი 9.
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია |
სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
|
1.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი: |
ა)
განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობა;
|
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა
; |
დ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
|
ე)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
|
2.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი: |
ა)
განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობა;
|
გ)
ბავშვის დაბადების მოწმობა;
|
დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
|
ე)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
|
ვ)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
|
3.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი: |
ა)
განცხადება;
|
ბ)
მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა;
|
გ)
ბავშვის დაბადების მოწმობა;
|
დ)
მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა;
|
ე)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
|
ვ)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
|
4.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:
ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობები ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობა; გ) დედის დაბადების მოწმობა (მარტოხელა დედის შემთხვევაში); დ) ბავშვის დაბადების მოწმობა ან ბავშვების დაბადების მოწმობები (ტყუპების დაბადების შემთხვევაში). |
5.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი: |
ა)
განცხადება;
|
ბ)
მშობლების პირადობის მოწმობა;
|
გ)
ბავშვების დაბადების მოწმობა;
|
დ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
|
ე)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
|
6.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი: |
ა)
განცხადება;
|
ბ)
მშობლის პირადობის მოწმობა;
|
გ)
მშობლის დაბადების მოწმობა;
|
დ)
ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა;
|
ე)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
|
ვ)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
|
7.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი: |
ა)
განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობა;
|
გ)
სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
|
8.
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლაკრო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს: |
ა)
განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობა;
|
გ)
ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის, უსახლკაროდ დარჩენის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;
|
დ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
|
ე)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია (ოჯახის უსახლკაროდ დარჩენის ან ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში).
|
9.
მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი: |
ა)
განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობა;
|
გ)
ვეტერანის მოწმობა;
|
დ)
ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა
; |
ე)
ტერიტორიულ ორგანოებში გამგეობის რწმუნებულის ცნობა.
|
10.
უპატრონო მიცვალებული: |
ა)
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია.
|
11.
პუნქტი 11. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) საბანკო ანგარიში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 მაისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.05.2013 წ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 11.07.2013 წ. |
მუხლი 10.
სოციალური დახმარების ოდენობა |
1.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
|
2.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
|
3.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
|
4.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
|
5.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი არ აღემატება 25 წელს, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 400 (ოთხასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე. |
51.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი 25 წლის ზევითაა, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე. |
6.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
|
7.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
|
8.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
|
9.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
|
10.
ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლაკრო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ბინის ქირის დასაფარად, კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე;
|
11.
მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი;
|
12.
უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი.
|
13.
100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 მაისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.05.2013 წ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 11.07.2013 წ. |
მუხლი 11.
სოციალური ღონისძიებების დაფინანსება |
1.
უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
|
2.
სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
|
3.
გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
|
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
მუხლი 12.
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი |
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:
|
1.
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება და გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
|
2.
სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
|
3.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში, მოქალაქის მიერ გახსნილ ან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ანგარიშზე.
|
4.
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.
|
5.
მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
|
6.
სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განსაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.
|
7.
2012 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2013 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 11.07.2013 წ. |
მუხლი 13.
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები |
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:
|
1.
საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
|
2.
საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
|
მუხლი 14.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადაა 2013 წლის 01 იანვარიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
მუხლი 15.
პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა |
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
|
მუხლი 16.
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები |
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
|
1.
მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;
|
2.
დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა;
|
3.
დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა;
|
4.
სოციალური დახმარების გაცემის ვადები.
|
მუხლი 17.
პროგრამის განხორციელების შედეგი |
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:
|
1.
სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
|
2.
უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა;
|
3.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
|
4.
მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
|
5.
სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.
|
დანართი 2
|
2013 წელს, დედოფლისწყარს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 26.07.2013 წ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 26.11.2013 წ. |