„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01
მიმღები ორგანო
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2012-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
050040000.48.065.016005
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №01

2012 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში (140111, 14/01/2011) და ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე რეგისტრირებულმა პატენტრწმუნებულებმა გაიარონ ატესტაცია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით 2015 წლის 1 იანვრამდე.“.

2.  დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. პატენტრწმუნებულთა ატესტაცია ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარეირაკლი ღვალაძე

კრებსითი — სრული ვერსია