|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553, 1191, 125-ე მუხლის მერვე ნაწილი, 1271 მუხლის მეხუთე ნაწილი, 145, 1461, 148, 150, 1501, 151, 152, 1522, 1534, 159, 1591 მუხლები. |
2.
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1). |
3.
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი (დანართი №2). |
4.
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3). |
5.
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4). |
6.
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5). |
7.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს. |
8.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტებს .
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 აპრილის დადგენილება № 15 - ვებგვერდი, 30.04.2013წ.
|
9.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|