„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის N50/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
126/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
290160000.18.011.016084
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის N50/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №126/04

2012 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის № 50/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული  ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის  31 მარტის  №50/01 ბრძანებით დამტკიცებული მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (დანართი №2) ფორმა №12 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივი  ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის სტატისტიკური ანგარიშგებების დროულად წარდგენის აუცილებლობით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია