|
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 დეკემბრის №40 დადგენილებაში (სსმ, matsne.gov.ge, 10/12/2012წ., №010320000.35.158.016104) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” 2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.“. 3.დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესი“ 4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საჯარო მოხელეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან. |
|