„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
141-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-27
სარეგისტრაციო კოდი
430020000.05.001.016874
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) დაემატოს შემდეგი შინაარსის 892 მუხლი:

„მუხლი 892. საქართველოში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები

2012 წელს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 დეკემბერი 2012 წ.

N141-Iს

კრებსითი — სრული ვერსია