|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (სსმ,matsne.gov.ge, 24/10/2012წ., №010320010.35.158.016098) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი”, ,,კ”, ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტები:
,,ი) უფროსი სპეციალისტი – 470 ლარი; კ) სპეციალისტი – 400 ლარი; ლ) საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი (დამხმარე მოსამსახურე) – 520 ლარი; მ) საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი(დამხმარე მოსამსახურე) – 520 ლარი;”. |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტები:
,,ლ)გამგებლის მძღოლი (დამხმარე მოსამსახურე) -520 ლარი; მ) გამგებლის მდივანი(დამხმარე მოსამსახურე) – 520 ლარი;”. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან. |
|