თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 ნოემბრის №19/3 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ზღვრული მოცულობა თვეში 315 (სამას თხუთმეტი) ლარის ოდენობით. |