|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით 2013 წლის 3 იანვრამდე დაფუძნდეს სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა და სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლა; |
| მუხლი 2 |
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სსიპ - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა; |
| მუხლი 3 |
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233 სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) მე-2 დანართით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავს დაემატოს 30-ე გრაფა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 4 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება; |
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; |
| მუხლი 6 |
ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 3 იანვრიდან. |
|