ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-15
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.143.016129
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

(ძალადაკარგულია - 15.10.2013, №68)

 

                                                                                                      

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2012 წლის 21 დეკემბერი

ქ. ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად , ამომრჩევლებთან შესახვედრად , საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი ( ზღვრული ოდენობა ) თვეში 500 ( ხუთასი ) ლარის ოდენობით .

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 იანვრის დადგენილება № 3 - ვებგვერდი, 15.01.2013წ.

2. დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.
3. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია