„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
90-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
სარეგისტრაციო კოდი
010190000.09.001.016135
„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №33, 14.03.2006, მუხ. 380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად 5000 ლარი, ასევე ყოველთვიურად − 5000 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.

     2. მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

     3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.“.

     მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

17 დეკემბერი 2012 წ.

N90-Iს

კრებსითი — სრული ვერსია