შპს "ბლექ სი ინვესტის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/647
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2012-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-21
შპს "ბლექ სი ინვესტის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე №2/647

         

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლის 19 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მ ოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში №2/647 სამოქალაქო საქმე შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე;

   სასამართლოს მიაჩნია , რომ მოცემულ საქმეზე მოწვეულ უნდა იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 201 3 წლის 8 იანვარს 14:00 საათზე .

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -7, მე -8, 27- ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1 . მოწვეულ იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2013 წლის 8 იანვარს 14:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . № 11, მესამე სართული , სხდომის დარბაზი №3 ).

3. კრებაზე განხილულ იქნ ეს შემდეგი საკითხი:

ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა (გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, გაკოტრების მმართველის დანიშვნა) .

4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის . : ქ . ქუთაისი , კუპრაძის № 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .

 

მოსამართლე                     გენადი მაკარიძე

კრებსითი — სრული ვერსია