„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის N1112 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1121
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-20
სარეგისტრაციო კოდი
010240020.08.002.016710
„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის N1112 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1121

2012 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის №1112 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის №1112 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 17/12/2012, 010240020.08.002.016707) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ბრძანებულების:
ა) მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ნატალია ყანჩელი;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შერჩეულ და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენილ იქნეს ორი ან მეტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთათვისაც ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადანაწილება მოხდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია