„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1133
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-13
სარეგისტრაციო კოდი
040.170.020.05.001.000.490
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის 31 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისათვის სხვა სახელმწიფოში უძრავი ნივთის შეძენაზე ან სარგებლობის უფლების მიღებასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ვაუჩერის გამოყენებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამისი მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 27 მარტი.

№1133_Iს

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია