საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
92-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-20
სარეგისტრაციო კოდი
220020040.09.001.016134
საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:


1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა – შპს „დელოიტი და ტუში“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 258000 ლარით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „დელოიტი და ტუში“ გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

17 დეკემბერი 2012 წ.

N92-Iს

კრებსითი — სრული ვერსია