|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ 2009 წლის 10 აგვისტო №90 (23-155) გვ. 8-9) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
ა)
დებულების მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, მთავრობის უფლებამოსილების ვადით. 2. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით.“. |
ბ)
დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|