„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სამინისტროს სათათბირო საბჭოს შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს №97 ბრძანების (ვებგვერდი 200111, 20/01/2011, 010170000.22.029.016013) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანოს –სამინისტროს სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სათათბირო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, არანაკლებ თვეში ერთხელ, ორშაბათ დღეს. თუ სხდომის ჩატარების დღე ემთხვევა უქმე დღეს, მაშინ სხდომა გაიმართება მის მომდევნო სამუშაო დღეს.“
ბ) მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|