|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის №1095 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №172, მუხ. 2528) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.“ ; |
ბ)
მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს ხუთი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 32. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|