|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის: |
ა)
306 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 306. წამყვანი საჯარო თანამდებობა ა) გენერალური ინსპექციის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსი; გ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ე) გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი; ვ) სამმართველოს უფროსი; ზ) მინისტრის მრჩეველი; თ) სამინისტროს მთავრი ბუღალტერი.“; |
ბ)
307 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 307. უფროსი საჯარო თანამდებობა ა) მინისტრის თანაშემწე; ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე; გ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე; დ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორი; ე) გენერალური ინსპექციის მრჩეველი; ვ) მრჩეველი; ზ) დაწესებულების მთავარი ექიმი; თ) განყოფილების უფროსი ექიმი; ი) მთავარი ექიმის მოადგილე; კ) ლაბორატორიის უფროსი; ლ) უფროსი ექიმი; მ) გამომძიებელი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|