შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების (სსმ, matsne@justice.gov.ge, 13.07.2010. 010260010.35.123.005983, №1 დანართის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება/ მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ“. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის ადმინისტრაციული სამსახური; არქიტექტურის სამსახური; ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური; სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური; კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ეკონომიკური სამსახური; კეთილმოწყობის სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სამხედრო სამსახური; საფინანსო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ტრანსპორტის სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური; დასუფთავების სამსახური“.
|