„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 (გამოქვეყნების თარიღი: ვებგვერდი, 111228050, 29/12/2011) დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
“;
„ზ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ მთაზე მომუშავე ორგანიზაციები;
ბ) „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებით დამტკიცებულ „სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესის დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი 1-ის და დანართი 2-ის სახით.
|