,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-20
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016395
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №187

2012 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის №154 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 06.09.2012წ., 040030000.22.027.016362) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს პროგრამების ცენტრის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, აჩერებს ან აუქმებს მის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

კრებსითი — სრული ვერსია