„საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
189
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-20
სარეგისტრაციო კოდი
110030000.22.027.016397
„საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №189

2012 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №103 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე :

ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს შორის;

ბ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში საქმეთა განხილვაში პროკურორების განაწილების თაობაზე;

ვ) გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების სააპელაციო საჩივრებს;

ზ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;

თ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას;

ი) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში პირველი და სააპელაციო ინსტანციით საქმეების განხილვისას;

კ) ამოწმებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;

ლ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;

მ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ანალიტიკურ საქმიანობას;

ნ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ო) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს;

პ) ასრულებს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ჟ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.

 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

კრებსითი — სრული ვერსია