,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №235/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 07/11/2012, სარეგისტრაციო კოდი 004030000.22.022.016501) დამტკიცებული წესდების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (დავით აფრასიძე, დაბადებული 1976 წლის 15 ივნისს, პირადი №01026006248, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცების აქტი: წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 18 ოქტომბრის ოქმი №9) უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი უფლებამოსილების ვადით და იგი ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.“
|