„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-18
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.139.016072
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
(ძალადაკარგულია - 18.01.2013, №5)

                   

                           

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2012 წლის 14 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ”  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით:

ა) თითოეულ სამორინე  მაგიდაზე კვარტალში – ქ. ბორჯომში 15000 ლარი, დაბა ბაკურიანში 18000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში – ქ. ბორჯომში 1500 ლარი, დაბა ბაკურიანში 2000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – ქ. ბორჯომში, საპრიზო ფონდის 5%, დაბა ბაკურიანში 10 %;

დ) სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში – ქ. ბორჯომში 30000 ლარი, დაბა ბაკურიანში 35000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ქ. ბორჯომში ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 5%, დაბა ბაკურიანში 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში – ქ. ბორჯომში 1000 ლარი, დაბა ბაკურიანში 1500 ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში – ქ. ბორჯომში 3000 ლარი, დაბა ბაკურიანში 5000 ლარი (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება, მეპატრონე უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი).“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე

კრებსითი — სრული ვერსია