შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) და ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ ვადებს.“. |