„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, ქალაქ თბილისის მერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, რომ წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში.
3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 იანვრამდე.“. |