„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
297
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-14
სარეგისტრაციო კოდი
480610000.22.030.016069
„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №297

2012 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საკონსულო  აღრიცხვაზე  დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 ა) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის  ,,დ”  ქვეპუნქტი; 

ა.ბ) 11 პუნქტი.“ ;

ბ) წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „8. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება-ანკეტის (დანართი №5) შევსების საფუძველზე, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადება-ანკეტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვის განხოციელებისას არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი (გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია