„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006 წ., №147, მუხ. 2045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.”.
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „ჰოსპიტლის” დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის დავალებით, დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.”.
|