„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1061
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-24
სარეგისტრაციო კოდი
240.120.000.05.001.003.479
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2011 წლის 1 იანვრამდე დაშვებულ იქნეს:

ა) მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე; მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის საშუალებით 23 საათიდან;

ბ) ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამის გავრცელება კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებიდან 100 მეტრის რადიუსში.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 13 მარტი.

№1061–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია