1.
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში (სსმ, 10.02.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 მუხლის ,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტისათვის, ასევე ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია )) და საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანისას, მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის 1 იანვრამდე;". |