,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-12
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016103
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №28

2012 წლის 30 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1.  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ხორუ­მის“ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №142 (23.207), 12.12.09) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ანსამბლს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლება­მო­სილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამ­დე­ბო­ბიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია