საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1098
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-11
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016703
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1098

2012 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 27 ნოემბრის „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ ბრიუსელში, 2010 წლის 22 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია