|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/09/2012 წ., 040030000.08.002.016630) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|