,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016100
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №32

2012 წლის 30 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავ­ტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკა­ლური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებით დამტ­კი­ცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის სახელმწიფო მუსი­კალური ცენტრის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №238 (22.404), 29.12.06) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლე­ბა­მო­სი­ლების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამ­დე­ბო­ბიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით, ან მინისტრის წარდგინებით.

2. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც მინისტრის წარდ­გი­ნე­ბით, ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია